TeenWorld
Would you like to react to this message? Create an account in a few clicks or log in to continue.

TeenWorld

We Love All
 
HomeHome  Latest imagesLatest images  SearchSearch  RegisterRegister  Log inLog in  

 

 სელენა გომეზი/Selena Gomez

Go down 
AuthorMessage
SeLeNa GoMeZ :*
Admin
SeLeNa GoMeZ :*


Posts : 2
Join date : 17.03.12

სელენა გომეზი/Selena Gomez Empty
PostSubject: სელენა გომეზი/Selena Gomez   სელენა გომეზი/Selena Gomez Icon_minitimeTue Mar 20, 2012 2:32 pm

[img]სელენა გომეზი/Selena Gomez C65a4534ba04a8b0a3833decb807cd86[/img]
სელენა მარია გომესი (დ. 1992 წლის 22 ივლისს) — ამერიკელი მსახიობი და მომღერალი. ცნობილია, როგორც ალექს რუსო დისნეის ტელესერიალიდან „ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“. ამას გარდა მას მთავარი როლები აქვს შესრულებული ფილმებში „კიდევ ერთი კონკიას ამბავი,“ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან“, „პრინცესების დაცვის პროგრამა,“ „რამონა და ბიზუსი,“ „მონტე–კარლო.“
სელენას მუსიკალური კარიერა ასევე წარმატებული აღმოჩნდა. 2009 წელს მან შექმნა საკუთარი ჯგუფი „Selena Gomez & the Scene,“ რომელთან ერთად ჩაწერა სამი ალბომი: „Kiss & Tell,“ „A Year Without Rain“ და „When The Sun Goes Down.“ 2008 წლიდან სელენა ბავშვთა საერთაშორისო ფონდის, UNICEF–ის ელჩია.

სოლო კარიერა
2008 წელს სელენამ ჩაწერა სიმღერა "Cruela De Vill," შემდეგ კი მასზე კლიპიც გადაიღო დისნეის ალბომისათვის "DisneyMania 6." მან ასევე ჩაწერა სამი საუნდრეკი ფილმისათვის "კიდევ ერთი კონკიას ისტორია." სელენამ ასევე ჩაწერა სიმღერა "Fly To Your Heart" და გადაიღო კლიპი ანიმაციური სერიალისთვის "Tinker Bell." 2008 წლის ივლისში, მეთექვსმეტე დაბადების დღემდე, გააფორმა კონტრაქტი "Hollywood Records"-თან. 2009 წელს ჩაწერა დუეტი დემი ლოვატოსთან ერთად სიმღერაზე "One And The Same," ფილმისათვის "პრინცესების დაცვის პროგრამა." შემდეგ მომღერალმა ჩაწერა 4 სიმღერა რომლის ერთ-ერთი მათგანიც გახდა სერიალის "ჯადოქრები უეივერლი პლეისიდან" საუნდრეკი. ამავე წლის მაისში სელენამ ჩაწერა დუეტი ცნობილ ჯგუფთან "Forever the Sickest Kids" სიმღერაზე "Whoa Oh!".

Selena Gomez & the Scene
ჯგუფი შეიქმნა 2009 წელს, ვოკალისტი არის სელენა გომესი, ისენ რობერტსი უკრავს გიტარაზე,ჯოი კლემენტი - ბასზე, გრეგ გარმენი - დასარტყამ ინსტრუმენტებზე ,ხოლო დეინ ფორესთი - კლავიშებიან ინსტრუმენტებზე. მათი პირველი სადებიუტო სტუდიური ალბომი იყო "Kiss & Tell," რომელიც გამოვიდა 2009 წლის 29 სექტემბერს. 2010 წლის 5 მარტს ეს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციის მიერ, ხოლო სინგლი "Naturally" 15 ივლისს პლატინის ხარისხით. მეორე ალბომი "A Year Without Rain" გამოვიდა 2010 წლის 17 სექტემბერს, ამ ალბომის დებიუტი ბილბორდ 200–ში მე–4 ადგილზე გავიდა. პირველ კვირაში ალბომის 66,000 ასლი გაიყიდა. 2011 წლის იანვარს ალბომი სერტიფიცირდა ოქროს ხარისხით. ბენდის მესამე ალბომი "When the Sun Goes Down," წინა სახელწოდებით "Otherside," გამოვიდა 28 ივნისს.ალბომის პირველი სინგლი "Who Says" გამოვიდა 14 მარტს, ხოლო მეორე სინგლი – "Love You Like a Love Song" 17 მარტს. 2011 წლის 15 აპრილისთვის ბენდს სულ გაყიდული აქვს 1,354,000 ალბომი

სტუდიური ალბომები
(2009)-Kiss&Tell
(2010)-A year without rain
(2011)–When the Sun Goes Down

მუსიკალური ვიდეოები
2008 Cruella de Vil,Tell Me Something I Don't Know,Fly To Your Heart

2009 One and the Same (სელენა გომესი,დემი ლოვატო),Magic,Send It On (სელენა გომესი,მაილი საირუსი, დემი ლოვატო, და ძმები ჯონასები),Falling Down,Naturally

2010 Round & Round, A Year Without Rain

2011 Who Says,Love You Like a Love Song

სხვა სიმღერები
2006 Brain Zapped

2008 Cruella de Vil

2008 Tell Me Something I Don't Know

2008 New Classic (დრიუ სილისთან ერთად)...ვგიჟდებიი

2008 Bang a Drum

2008 New Classic (Live) (დრიუ სილისთან ერთად)

2008 Fly to Your Heart

2009 One and the Same (დემი ლოვატოსთან ერთად)

2009 Everything Is Not What It Seems Wizards of Waverly Place

2009 Disappear Wizards of Waverly Place

2009 Magical Wizards of Waverly Place

2009 Magic Wizards of Waverly Place

2010 Trust in Me (The Python's Song) (დისნეის ჯუნგლების წიგნიდან)

2010 Shake It Up
Back to top Go down
https://teenworld.georgianforum.com
 
სელენა გომეზი/Selena Gomez
Back to top 
Page 1 of 1

Permissions in this forum:You cannot reply to topics in this forum
TeenWorld :: სელენა გომეზი/Selena Gomez-
Jump to: